04:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 20:03:29, 1468 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი: გია ცერცვაძეს ყველა ვგულშემატკივრობთ, ოპოზიცია კი, ისტერიკას აწყობს

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სქართველოს მოქალაქე უნდა იყოს დაცული. გია ცერცვაძეს ყველა ვგულშემატკივრობთ, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სესიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გია ცერცვაძის საკითხით სპეკულირებს.

„ამ თემით ოპოზიცია სპეკულირებს და ისტერიკებს აწყობს, მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო ინტერესები, ვმოქმედებდეთ. უმრავლესობის, ხელისუფლების, სახელმწიფოს ინტერესია, რომ ეს ადამიანი რუსეთში ექსტრადირებისგან დავიხსნათ, როგორც ვატყობ, ოპოზიციის ინტერესია, რომ ზედმეტად იყაყანონ, ისტერიკები მოაწყონ და ეცადონ, რომ ამ თემის პოლიტიზირებით რაღაც თავი წარმოაჩინონ , ისე რომ თავად სურთ, ბატონი ცერცვაძე არ გადაეცეს რუსეთს და „ქართულ ოცნებას“ პირიქით უნდა. რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი, არასწორი, არაეთიკური დამოკიდებულება მინიმუმ კოლეგების მიმართ. ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი მისი შესაძლებლობების ფარგლებშია, რომ ეს ადამიანი რუსეთს არ გადაეცეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics