04:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 19:32:29, 1197 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: გიორგი ცერცვაძის საქმეზე შსს-ს განცხადება ორ ფაქტობრივ უზუსტობას, შეიძლება ითქვას ტყუილსაც შეიცავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება [გიორგი ცერცვაძის საქმეზე] შეიცავს ორ ფაქტობრივ უზუსტობას, შეიძლება ითქვას ტყუილსაც, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ოთარ კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კახიძის მტკიცებით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მინიმუმ ორი უზუსტობაა დაშვებული. 

"მინდა გამოვეხმაურო ბატონ ირაკლის [სესიაშვილი], რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი მიიღო. შსს-მ განაცხადა ორი რამ: პირველი, რომ ვალდებულნი იყვნენ ეს პირი მაინც გაეტარებინათ საზღვარზე, მიუხედავად იმისა, ინტერპოლით ძებნილი იყო, რადგან საბუთები ჰქონია წესრიგში. ეს ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო ინტერპოლით ძებნილი პირი შეეჩერებინა საზღვარზე და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები დაეწყო - ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ ხართ და ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, რომლის წინაშეც არის ანგარიშვალდებული ჩვენი მთავრობა და მათ შორის მინისტრი და თქვენ თქვენი ფუნქცია უნდა შეასრულოთ სრულყოფილად. ეს განცხადება უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება, თუ გნებავთ გადაამოწმეთ იურისტთან, რომელსაც ენდობით. სიმართლეს არ შეესაბამება არც მეორე განცხადება, რომელიც სამინისტრომ გააკეთა - თითქოს ის ვალდებული იყო დაცული არხებით გაევრცელებინა ინფორმაცია და მიეწოდებინა რუსეთის ფედერაციისთვის. ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება ინტერპოლის მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს უნდა დაეცვა თავისი ოფიცრის ინტერესები, ეს ინფორმაცია არ გაეცვალა, პირიქით, უნდა გამოეთხოვა მასალები რუსეთის ფედერაციისგან", - განაცხადა კახიძემ. 

მისივე თქმით, თუ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან ვინმე თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან, ვინმე თუ აძლევს სასაზღვრო პოლიციას იმის დავალებას, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გაატაროს საზღვარზე დაუბრკოლებლად და შემდეგ მას უკრაინაში დააკავებენ, ეს საკითხები არის გამოსაკვლევი.

"ჩვენ უნდა დავსვათ ეს კითხვები მინისტრის წინაშე. ვინმე თუ თანამშრომლობს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რუსეთის ფედერაციასთან, ვინმე თუ აძლევს სასაზღვრო პოლიციას იმის დავალებას, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გაატაროს საზღვარზე დაუბრკოლებლად და შემდეგ მას უკრაინაში დააკავებენ, ეს საკითხები არის გამოსაკვლევი. ჩვენ უპირობო ნდობა არ უნდა გამოვუცხადოთ მთავრობას. თქვენ ხართ საპარლამენტო უმრავლესობა, ისაა მთავრობა, რომელსაც თქვენ ნდობა გამოუცხადეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნდობა უპირობო და ულიმიტოა. თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხები", - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომელმაც პარლამენტში შს მინისტრის დაბარების წინადადება გაიზიარა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან შეკითხვები უნდა დაისვას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics