20:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:42:16, 1345 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები კონსტიტუციის და სხვა არაფრის წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლის მოსამართლედ მისი  არჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით.

მისივე თქმით, მოსამართლე ვალდებული   მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშე ხდება  და  არავითარი სხვა პოლიტიკური ინტერესების წინაშე.

„თუ პარლამენტის მიერ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა ჩვენ კენჭისყრებს უნდა დაველოდოთ, რა თქმა უნდა მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვხდები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და სხვა არაფრის და არავის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ საქმეში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მოსარჩელის, მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების, ექსპერტების მოსაზრების მოსმენით და შინაგანი რწმენით. მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშე ხდება მოსამართლე ვალდებული, არავითარი სხვა პოლიტიკური ინტერესების წინაშე.  ასე, რომ ვფიქრობ, ვინც არ უნდა დაეყენებინა საპარლამენტო უმრავლესობას, ყველას მიმართ იქნებოდა მსგავსი განმარტებები. ამიტომ, მე არ შევალ ამ დისკუსიაში, დანარჩენს ყველა ნახავს, ამა თუ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე იქნება ჩემი უკვე, როგორც მოსამართლის ხელმოწერა და იქ აისახება ჩემი პოზიცია, როგორც მოსამართლის",-განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე - „თქვენ შესაძლოა თქვენს მიერ მიღებულ კანონებზე მოგიწიოთ მსჯელობა,  რამდენად ხედავთ ინტერესთა კონფლიქტს?“, კობახიძემ ასე უპასუხა:

„მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ზოგადად სამართლის თეორიიდან და ფილოსოფიური კატეგორიებიდან თუ ამოვალთ,ეს კანონი ყოველგვარ კავშირს წყვეტს კანონმდებელთან. ამის შემდეგ, ესა თუ ის კანონი არღვევს კონსტიტუციას და არის ამასთან დაკავშირებული სარჩელი, რა თქმა უნდა მოსამართლე ვალდებულია სწორედ გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეში არსებული მტკიცებულებების ფაქტების შესწავლის შედეგად, და ვფიქრობ, მე დამატებით, გარდა იმისა, რომ ადვოკატი გახლდით, 10 წელი სწორედ ადამიანის უფლებათა სფეროში ვსაქმიანობდი, დამატებით, ის 4 წლიანი გამოცდილება და ცოტა მეტი, როგორც კანონმდებლის, მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად შევაფასო ესა თუ ის კანონი. შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერა, ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. აუცილებლად გადაწყვეტილებები გამოვა მხოლოდ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics