04:17 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:28:03, 1360 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან უილიამ ლაჰიუსთან შეხვედრა გამართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

უწყების ცნობით, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა  მიმდინარე  17 იანვარს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში  გამართული ვიზიტის შესახებ ისაუბრა. 

 კერძოდ, მან მიმოიხილა ნატოს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრისა და ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებასა და საქართველოს  შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში მონაწილეობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან საქართველოს სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შავ ზღვაზე ნატოს უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებას.

საუბარი, ასევე შეეხო, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების, ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. 

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics