05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:19:00, 799 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017" (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, კრისტოფერ შმიდტთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით  (DCFTA) აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2017 წელი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლად არის გამოცხადებული, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამასთან, 2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი.

ლევან დავითაშვილმა ესტონეთის სოფლის საქმეთა მინისტრთან, ტარმო ტამისთან შეხვდრაზე ესტონეთი-საქართველოს პარტნიორულ ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, როგორც საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის, ასევე, კონკრეტული აგრარული დარგების და მიმართულებების განვითარებისა და  სოფლის განვითარების კუთხით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა მეცხოველეობისა და დაავადებათა კონტროლის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, სურსათის უვნებლობის, წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო გამოფენის Gruene Woche 2017-ის ფარგლებში  ლევან დავითაშვილის ლატვიის  სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან  შეხვედრაც გაიმართა.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის და სოფლის განვითარების საკითხებზე.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქართულ სტენდზე უმასპინძლა სლოვენიის რესპუბლიკის  სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და სურსათის  მინისტრს,  დეჟან ზიდანს.

შეხვედრაზე მხარეებმა  სოფლის განვითარებისა  და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. სლოვენიის სოფლის მეურნეობაში  ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება  მეფუტკრეობა და თაფლის წარმოებაა. 

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  რომ საქართველოსთვის  მეფუტკრეობის განვითარების კუთხით სლოვენიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

მან  ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ  საქართველოს მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ  ეს საქართველოში მეფუტკრეობისა და თაფლის წარმოების განვითარებისთვის დიდი სტიმულია.

გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბრონუს მარკაუსკასთან.

 შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მეცხოველეობის, სურსათის უვნებლობის და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და კვლევის  კუთხით გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებსაც.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics