|
2017-01-23 14:31:04, 1381 ნახვა
საზოგადოება
თემურ თორდინავა: 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას განცხადებით, 2017 წლიდან საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაიზრდება და სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდება. როგორც თორდინავამ აღნიშნა, ხელფასების მატება გარდაუვალია, რადგან სააგენტოს ამას კანონი ავალდებულებს. მისივე თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში თანამშრომლების 87%-ს ხელფასი 5%-იდან - 20%მდე უკვე გაეზარდა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მატება ძირითადად ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე აღმზრდებელბს შეეხო. თორდინავამ ხაზი დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაუსვა. დირექტორის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში 7 ახალი ბაღი უკვე აშენდა, მიმდინარე წლის ბოლომდე კი 10 სკოლამდელი დაწესებულების გახსნა იგეგმება. ასევე, საფუძველი 8 ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება. ამასთან, თორდინავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ბრალდებას, რომლის თანახმადაც, პარტია აპროტესტებს მენეჯმენტსა და აღმზრდელების ხელფასების დიდ სხვაობას. „ამაში უცხო არაფერია, დიახ, მე ხელზე ვიღებ 2500 ლარს, რაც ფიქსირებულად 3125 ლარია. არ არის გასაკვირი, მითუმეტეს თუ შევადარებთ აღმზრდელის ხელფასს, მმართველ რგოლს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე აღმზრდელს, ეს არის ჩვეულებრივი მენეჯმენტის სურათი“,- განაცხადა თორდინავამ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)