მანანა კობახიძის მოსამართლედ დანიშვნის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს
მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნვის შემთხვევაში მის ადგილს პარლამენტში, საკანონმდებლო აპარატის უფროსი ანრი ოხანაშვილი დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ანრი ოხანაშვილს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობის დატოვება მოუწევს.
ცნობისთვის, საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, კვირის განმავლობაში კი კომიტეტებს გაივლის, რის შემდეგაც კენჭისყრაზე გავა.