|
2017-01-23 12:58:46, 1171 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“: გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედება სახელმწიფო ინტერესების ღალატი და აბუჩად აგდებაა, - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა და ხატია დეკანოიძემ ისაუბრეს. „ივანიშვილის მართული სამთავრობო უწყებები შეგნებულად ხელს უწყობენ და პირდაპირ ეხმარებიან ოკუპანტ სახელმწიფოს, გაუსწორდეს და დასაჯას საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ პატრიოტ ადამიანებს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხლისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში გაათავისუფლა რუსი ჯაშუშები შკრილნიკოვი, გევორქიანი, ჩახალიანი და ამავე დროს დაატყვევა თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებისათვის მებრძოლი რომა შამათავა (ბრალს უყენებენ ბაღაფშის ინტერვიუს საფუძველზე რუსულ გამოცემასთან); შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალეკო გორგაძე, რომელმაც დაატყვევა რუსი ელიტარული სადაზვევრვო სამხედრო დაჯგუფების ოფიცერი, ზურა შამათავა კი დაიჭრა აგვისტოს ომში, გენერალ გიგი კალანდაძეზე რუსეთის მხრიდან ძებნის გამოცხადების შემდეგ, როცა უკრაინამ უარი თქვა ექსტრადირებაზე, საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ბრალი გამოიგონა. ეს არის რუსეთის ხელიფულების შურისძიება ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს ერთგულ, მამაც და თავდადებულ ჯარისკაცებზე. შურისძიება, რომელიც ივანიშვილის მოღალატე ხელისუფლების ხელით და აქტიური მონაწილეობით ხორცილდება. ოლიგარქს ავიწყდება თავისუფლებისათვის, ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი ბრძოლა უწყვეტი, მარადიული და ფასდაუდებელია, ხოლო ღალატს მაღალი და მძიმე ფასი აქვს, რომლის გადახდა აუცილებლად მოუწევთ ქართველი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა აკო მინაშვილმა. ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, ქართული მხრიდან, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებითა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის საზღვარზე გაშვებით, მთავრობამ ის დაპატიმრებისათვის გაიმეტა. „ეს იყო ხრიკი. ვინაიდან საერთაშორისო პრინციპებიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფება რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეს ვერ გადასცემდა, შსს-მ განზრახ გაატარა გიორგი ცერცვაძე საზღვარზე, რათა სხვა სახელმწიფოს მისი რუსეთისთვის გადაცემის საშუალება ჰქონოდა. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესების შებღალვის პირველი მაგალითი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას მოერიდოს, ის შემდეგ პუნქტებს მოიცავს: 1. სრული პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერა გიორგი ცერცვაძეს, როგორ საქარათველოში, ასევე უკრაინაში.
2. ნაციონალური მოძრაობის მიმართვა უკრაინის საელჩოს საქართველოში. ჩვენი მიზანია, კიდევე ერთხელ, მივმართოთ ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, რატომ არის მიუღებელი და დაუშვებელი გია ცერცვაძის გადაცემა რუსეთის ფედერაციისათვის, იმ სამხედროს გადაცემა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოსა და უკრაინის თვაისუფებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. 3. მივმართავთ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319- მუხლით “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება” – სახელმწიფო უწყებების მხრიდან საიდუმლო და პირადი ინფორმაციების გადაცემა ოკუპანტი სახელმწიფოსადმი, რომელიც ამ მონაცემებს იყენებს საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. აშკარაა, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან მაღალი თანამდებობის პირები მინისტრების ჩათვლით. 4. ვაცნობებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების დევნის დაწყებას და ექსტრადირებას რუსეთის ფედერაციაში, სადაც ადამიანის უფლებებ არ არის დაცული და არსებობს მაღალი ალბათობა პატიმრის წამების და მკვლელობის. ასეთ სახელმწიფოში ადამიანის ექტრადირება იკრაძალება საერთაშორისო სტანდარტებით. 5. გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციების ინიცირება. 6. საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა საქართველოს პარლამენტში , რომელიც იმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მებრძოლი ადამიანების შესახებ რუსეთის ფედერაციისადმი გადაცემის ფაქტებზე, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო. შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები კი განზრახ უგულვებელყოფენ ამ ქმედებებს და სათანადო რეაგირებას არ ახდენენ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)