05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 12:36:54, 809 ნახვა

საზოგადოება
საია პარლამენტს მოუწოდებს, საჯარო დაწესებულებებში რეორგანიზაციის პროცესზე კონტროლი განახორციელოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტს მოუწოდებს, საჯარო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს.

როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციამ ოფიციალური წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს და მოუწოდა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელიც შეეხებოდა საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, საჯარო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაცის პროცესსა და საჯარო მოხელეთა სამსახურიდან შესაძლო განთავისუფლებას. საიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა საჯარო განცხადება და ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.

ამასთანავე, საიამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია საქართველოს მთავრობიდან და საჯარო სამსახურის ბიუროდან საბიუჯეტო სახსრების შემცირების ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის ბიუროს შორის კოორდინაციის საკითხით შტატების შემცირების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ არ წარმოგვიდგინა ერთიანი ხედვა საბიუჯეტო ხარჯების 10%-ით შემცირების აუცილებლობის, ფინანსური გეგმის, ძირითადი სფეროებისა და კრიტერიუმების შესახებ; გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია შტატების რეორგანიზაციისა და საჯარო სამსაახურის ბიუროსთან არსებული კოორდინაციის თაობაზე; საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში განხორციელებული ინსტიტუციური ანალიზი ეხება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედებას და არ უკავშირდება  შტატების მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს. მიღებული პასუხები ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობასა და კონკრეტულ სამინისტორებს არ მიუმართავთ საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში რეკომენდაციების მიღების მიზნით.

არსებული მდგომარეობით, რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო დაწესებულებების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დაიწყო შტატების შემცირება. საიასთვის, საჯარო მოხელეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იკვეთება რისკები, რომ მოხდეს თვითნებურად და შერჩევითი მიდგომით თანამშრომელთა განსხვავება და დისკრიმინაციული საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლება, ხოლო რიგ შემთხვევებში, ასევე - მოხელეთა იძულება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, პრემიერის მიერ ინიცირებულ პროცესზე დროული და ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეებს (იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი) და მოუწოდა საგაზაფხულო სესიაზე საკომიტეტო ფორმატებში მოისმინოს მინისტრების ანგარიშები საბიუჯეტო სახსრების შემცირების, რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე.

საია აქტიურადაა ჩართული პროცესის მონიტორინგში და უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა იურიდიულ დახმარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics