|
2015-03-29 11:09:32, 667 ნახვა
საზოგადოება
„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად თბილისში ნარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდა
„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის - „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტი გაიმართა. აქვე, „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა ცეცხლოვანი შოუ გამართეს. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ. თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის დღე“ უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები - მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა, ასევე, სამინისტროებში. „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდა, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩა ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშა. „დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე მილიონობით ადამიანმა თქვა უარი. ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)