02:53 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 14:11:22, 1205 ნახვა

პოლიტიკა
პესკოვი: ვლადიმერ პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპს შეხვდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ BBC რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც პესკოვმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს დაურეკავს და პრეზიდენტად ოფიციალურად დანიშნვას მიულოცავს.

მისი განმარტებით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს თვეებში შედგეს.

"უახლოეს დღეები პრეზიდენტი პუტინი ამერიკელ კოლეგას დაურეკავს და თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას მიულოცავს. რაც შეეხება შეხვედრას, ის უახლოეს კვირებში მოსალოდნელი არ არის. პირიქით შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვეში მოხდეს. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ახლა ბევრი საქმე აქვს და მისთვის თავისი ქვეყანაა პრიორიტეტული. თუმცა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი ამ შეხვედრისთვის მზად არის", - განაცხადა პესკოვნმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზად არის. თუმცა, პუტინის თქმით, უმჯობესია ჯერ ახალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდეს და მხარეებს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა ფიცი, თბილისის დროით 21:00 საათზე დადო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics