|
2017-01-21 12:52:09, 950 ნახვა
რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ათი წლის გახდა
20 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა საანგარიშო კონცერტი გამართა და 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებამ, რომელსაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ ანშლაგით ჩაიარა. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი აიპი 10 წელია აქტიურადაა ჩართული რაიონის კულტურულ ცხოვრებაში. ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები: „გურია“, „ამაღლება“, „მადნილი“, „ნართი“, სალოტბარო სტუდია, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, ვაჟთა ვოკალური ტრიო. ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ფერხული“, „ილეკრო“. სახალხო თეატრი, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა და რომელმაც ბოლო წლებში არაერთი წარმატება მოუტანა მუნიციპალიტეტს. მიუხედავადა იმისა, რომ წლების განმავლობაში ცენტრს არც შენობა გააჩნდა და არც სარეპეტიციო დარბაზი ჰქონდათ, აქ არსებულმა ანსამბლებმა წარმატებებს ქვეყნის გარეთაც მიაღწიეს. კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა მრავალი საერთაშორისო ფესტივალი მოიგეს.
(NS)
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)