02:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 12:21:51, 1173 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მიღებული მოსაზრებები რომ დავაჯამოთ, შეიძლება მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიის წევრებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯამებისას, შეიძლება, მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

„დღეს იმართება პირველი სამუშაო ჯგუფის სხდომა. ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიქმნა ამ სფეროში - ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების სფეროში, რაც ძალიან სასიამოვნო მოვლენაა და ეს მოწმობს განსაკუთრებულ ინტერესს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების საკითხების მიმართ და მოხარული ვართ ამით”, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ კომისიის წევრებს მუშაობის პრინციპი გააცნო.

”ძირითადად 3 ეტაპად წარმოგვიდგენია მუშაობის პროცესი, დღეს გვინდა მოსაზრებები შევკრიბოთ, რომლებიც შემდეგ უკვე აისახება პირველად პროექტში. აღნიშნული პროექტი კი დარიგდება მეორე სხდომისთვის. კომისიის ბევრმა წევრმა უკვე წარმოადგინა მოსაზრებები, რომლებსაც დღეს განვიხილავთ. გვექნება აბსოლუტურად ღია მსჯელობა, დისკუსია და შეგვიძლია მუხლობრივად განვიხილოთ მოსაზრებები. თითოეულ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლის საფუძველზეც მომზადდება კანონპროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის მეორე სხდომაზე დარიგდება. ზოგადი ტენდენცია რაც ვლინდება არის ტექსტის განვრცობის ტენდენციაა. რომ დავაჯამოთ მოსაზრებები, რომლებიც მივიღეთ კომისიის წევრებისგან, შეიძლება მოცულობაში სამჯერ გაზრდილი კონსტიტუცია მივიღოთ, რაც არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია. სასურველია მაქსიმალურად ლაკონური იყოს კონსტიტუციის ტექსტი, სადაც საჭიროა ტექსტის განვრცობა, სტანდარტების აწევა და ა.შ. ბუნებრივია, ღია უნდა ვიყოთ ასეთი მსჯელობისთვის”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics