|
2017-01-21 12:02:10, 1134 ნახვა
პოლიტიკა
დიპლომატიური კორპუსი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხდაჭერას უცხადებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებულ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ უცხოელ ელჩებს და თავდაცვის ატაშეებს სამინისტროში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმების მიზანი, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ნატოსთან თავსებადი, თავდაცვის უნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნა და სრულყოფაა, რაც უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთეულების გაუქმების გზით უნდა განხორციელდეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა რეფორმების განხორციელების პროცესში ლევან იზორიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები დროული იყო. „ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პროგრესმა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს გაუმკლავდეს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. რეფორმები ძალიან რთულად განსახორციელებელი იყო, რადგან ის პერსონალის შემცირებასთან და სამინისტროს სტრუქტურის რეორგანიზაციასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს დროული იყო. აღნიშნული ცვლილებებით უფრო სწრაფად განვახორციელებთ ჩვენს საწვრთნელ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები.“ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, თავდაცვის სამინისტროს ახალ, ოთხწლიან სტრატეგიას და სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავების პროცესს. თავდაცვის მინისტრმა უცხოელ სტუმრებს ის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, რომელიც დოკუმენტში იქნება ასახული. საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ყველა დადებითად აფასებს მიღწევებს, რაც თავდაცვის მინისტრმა რეფორმების კუთხით განახორციელა. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი ძირითადად შეიარაღებული ძალების თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული, რომელიც ეტაპობრივი პროცესია და რომლის განხორციელებაც სამინისტრომ უკვე დაიწყო. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სტრატეგიის მთავარ მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება წარმოადგენს, რათა მან შეძლოს საფრთხის შეკავება და აგრესიის მოგერიება. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას, რადგან საბიუჯეტო თანხები, რომლებიც აღჭურვილობის შესაძენად და წვრთნებისთვის იყო გამოყოფილი არასაკმარისია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის დროს შეიარაღებული ძალები საფრთხეებთან გამკლავებას ეფექტურად ვერ შეძლებდნენ. მზად ვართ გვერდში დავუდგეთ საქართველოს და დავეხმაროთ სამხედრო მოსამსახურეების მომზადებაში.“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმაც შეაფასა. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყებაში მიმდინარე რეფორმა ყველაზე მრავლისმომცველი მცდელობაა, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას, არამედ ფუნქციონალური გზით შეიარაღებულ ძალებსაც შეეხება. პროგრესის დიდი ნაწილი უკვე მიღწეულია. რეფორმა ბევრ რთულ პირობასაც მოითხოვს. რთულია სამხედრო ქვედანაყოფების რეორგანიზაცია და კადრების შემცირება, მაგრამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის რთული ნაბიჯების გადადგმა საჭიროა“. გაფართოებული შეხვედრის ბოლოს დიპლომატებმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასეს, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს და თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს. უცხო ქვეყნის დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)