02:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 19:04:02, 1315 ნახვა

პოლიტიკა
მელია მერაბიშვილზე: თუ ის უარს ამბობს თანამდებობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები

თუ ის უარს ამბობს თანამდებობაზე, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც მერაბიშვილი განმარტავს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.

როგორც ნიკა მელიამ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, მათ არც ჰქონიათ ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა. მისივე თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ მერაბიშვილს გაეკეთებინა საჯარო განცხადება თუ რა პოზიციას იჭერდა, თუმცა ის თავს იკავებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ არ ერეოდა პარტიულ უთანხმოებაში.

“ჩვენ არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არის გამოკეტილი 4 კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ უზნეობაა, რომ გადააყენო ადამიანი რომელიც არის ივანიშვილის მიერ გამოკეტილი. ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება თუ რა პოზიციას იჭერდა, თუმცა ის თავს იკავებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ არ ერეოდა პარტიულ უთანხმოებაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ის მომავალ კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის ნახვას აპირებს. 

"მე პირადად მსურს მომავალ კვირას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვესტუმრო ვანო მერაბიშვილს და პირადად გავიგო მისი მოსაზრებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას ეცნობება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული თავად ვანო მერაბიშვილზე”, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics