|
2017-01-20 18:21:41, 1343 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოსა და ეუთო-ში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, კერძოდ, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების საკითხი და თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გააკეთა განცხადებები სოფელ წებელდასთან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სასაფლაოს დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს კულტურული და ისტორიული ძეგლების ხელყოფა და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ეუთო-ს, გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ასევე, სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მკაცრი შეფასება მისცენ რუსეთის უკანონო ქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით. ქართული მხარის განცხადებებში აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონში მდებარე ეკლესიისა და სასაფლაოს განადგურება არის შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ 1954 წლის კონვენციის დარღვევა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ქმედება. ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა შეშფოთება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას, ექვსიდან ერთამდე. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მიმოსვლას და კიდევ უფრო დაამძიმებს რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, რომ თავისი ქმედებები შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. კულტურული ძეგლების განადგურების და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის საკითხებზე მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის, აშშ-ს და კანადის დელეგაციებმა. ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა თავიანთ განცხადებებში დაგმეს რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდასთან კულტურული და ისტორიული ძეგლების განადგურების ფაქტი. ამ კონტექსტში, ამერიკისა და კანადის დელეგაციებმა ისაუბრეს რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. განცხადებაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის რეგიონში თავისუფალი მიმოსვლის უფლების კიდევ უფრო შეზღუდვასთან დაკავშირებით. აშშ-ს მიერ აღინიშნა, რომ მიუღებელია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია. აშშ-ს მხარემ მოუწოდა რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყოს შეუზღუდავი ჰუმანიტარული შეღწევა აღნიშნულ რეგიონებში, ასევე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. სხდომაზე, ამერიკელმა და კანადელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოთქვა წუხილი აფხაზეთის რეგიონში საწვრთნელი ბაზის არეალის გაზრდის მიზნით რუსეთის სამხედრო პერსონალის მიერ კულტურული ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის რეგიონში დაშვების საჭიროებას. ევროკავშირის მიერ ასევე ნეგატიურად შეფასდა გადაწყვეტილება აფხაზეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების შემცირების თაობაზე და აღნიშნა, რომ მათი დახურვა, უარყოფითად აისახება ასობით ადგილობრივ მოსახლეზე, მათ შორის სკოლის მოსწავლეებზე, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ამ პუნქტებით. ევროკავშირის განცხადებაში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პროცესს და ზოგადად რეგიონში სტაბილურობას. ევროკავშირის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რუსეთის ფედერაცია, საქართველოს რეგიონებში თავისი სამხედრო ძალების განთავსებით და სამხედრო ინფრასტუქტურის ზრდით, ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროკავშირის პოზიცია გაიზიარეს და მის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და ალბანეთი. აღსანიშნავია, რომ ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა UNESCO-ს გენერალურ-დირექტორს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებისა და მდგომარეობის შესწავლის მიზნით UNESCO-ს მისიის მოვლენის აუცილებლობის თაობაზე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)