02:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 18:09:58, 1182 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია დავოსში ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია დავოსში  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ქალბატონ საჰარ ნასრის შეხვდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ეგვიპტურმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა, ეკონომიკური კომისიის რიგით მესამე სხდომა  2017 წლის გაზაფხულზე ქ. თბილისში ჩატარდეს. კომისიას ეგვიპტის მხრიდან  თავად ქალბატონი საჰარ ნასრი უხელმძღვანელებს.

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. 

2016 წლის  იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 129%-ით და 19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა გაიზარდა. 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics