20:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 17:48:18, 1848 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მელია: მთავრობა უნდა გადავრგოთ მაქსიმალურად შორს, როგორც თავად ივანიშვილი დაათრევს ხეებს

„თქვენთან ერთად  ვარ იმიტომ, რომ  მთავრობა გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი დაათრევს ამ მაგნოლიებს და ხეებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის მეშვიდე ყრილობაზე განაცხადა.

როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პარტიის წევრების მიზანი არა „ყოფილი პრემიერის უზნეობის თეატრში“ მონაწილეობის  მიღება, არამედ ქართული სახელმწიფოებრივი იდეის მსახურებაა.

„მეგობრებო ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა არ არის  ინტრიგა და ვაჭრობა.  ჩვენთვის, ყველასთვის პოლიტიკა არ არის ის, რაც ძალიან ბევრისთვის არის, სამწუხაროდ, ჩვენთვის პოლიტიკა არ არის საკუთარი პრინციპების საჭიროებების მიხედვით ღალატი. თითოეული ჩვენგანისთვის პოლიტიკა არ არის ივანიშვილის უზნეობის თეატრში მონაწილეობა. ჩვენთვის პოლიტიკა არ არის საკუთარი, პირადი კომფორტის მოსაწყობად, რომ შევიქმნათ   საშუალება, მაგრამ ჩვენთვის პოლიტიკა ნამდვილად არის და ყოველთვის იქნება საშუალება, ვემსახუროთ უმთავრეს იდეას - ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას, იდეას, მის ერთიანობას, მის დამოუკიდებლობას და მისი განვითარების დაცვას. დიახ, სწორედ ამ იდეამ გაგვაერთიანა ყველანი ახლა, ამ იდეის გამო ვართ გაერთიანებული და ამიტომ ვართ ამ ყრილობის მონაწილენი და არა ერთი, ორი ან სამი პოლიტიკოსის გამო ვართ აქ გაერთიანებული.ამ იდეის გამო არის გაერთიანებული ასი ათასობით ქართველი ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ქართველი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა, ამ პარტიის ფაგრლებშიც კი, უღალატა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა გარემოებებში ამ იდეას, მაგრამ ვერაფერი ვერ  დააკლო ამ იდეას, იმიტომ, რომ ეს იდეა არის ეროვნული იდეა. ეს იდეა არ არის ერთი, ორი ან სამი პოლიტიკოსის საკუთრება. ისინი ყოველთვის ცდებოდნენ, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდნენ სხვადასხვა დროს სხვა დასხვა პოლიტიკოსები. მათ ეგონათ, რომ თითოეული ჩვენგანი, თქვენ ანუ ხალხი ემსახურებოდით მათ, 2-3 პოლიტიკოსს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხომ ვემსახურებით იდეას, ქართულ სახელმწიფოებრივ იდეას. ამიტომ ბუნებრივია, ”ნაციონალური მოძრაობა” ვერასოდეს ვერც გაიყოფა, ვერც დასუსტდება და ვერც დაიშლება მითუმეტეს. სწორედ აქ მე ვარ იმიტომ რომ  თქვენთან ერთად არცერთი  ნაბიჯი არ გადავდგა  უკან საქართველოს  გადასარცენად ბრძოლაში.  თქვენთან ერთად მე ვარ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში  დავამარცხოთ ერთად ივანიშვილის  არაფორმალური მმართველობა, თქვენთან ერთად ივანიშვილის პერსონალური მთავრობა ზუსტად და სწორედ გადავრგათ მაქსიმალურად შორს ქვეყნის მართვის სადავეებიდან, როგორც თავად ივანიშვილი ამ მაგნოლიებს და ხეებს დაათრევს აქეთ იქით. მე ვარ აქ იმიტომ, რომ თქვენი სახით მყავს ათი ათასობით მეგობარი. ჩემო მეგობრებო ნაციონალური მოძრაობა ხართ თქვენ, თქვენ  შექმენით ეს პარტია, არამხოლოდ ეს პარტია შექმენით თქვენ, თქვენ შექმენით ყველაზე წარმატებული ქართული სახელმწიფო. დიახ თქვენ ხართ ავტორები. ამიტომ წინ გამარჯვებისკენ, წინ  წარმატებისაკენ“, - მიმართა მელიამ ყრილობის მონაწილეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics