2017-01-20 16:43:02, 1329 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დარჩა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დარჩა.
აღნიშნულს პარტიის მე-7 ყრილობის დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
გადაწყვეტილების თანახმად, პარტიას ახალი თავმჯდომარე არ ეყოლება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში სრულად ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან