|
2017-01-20 16:23:22, 1737 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სამადაშვილი: საქართველოში ოლიგარქული რეჟიმი დამყარდა, რომელიც ცდილობს, თითოეულ ჩვენგანს თავისუფლება წაგვართვას
„ოლიგარქული რეჟიმი, რომელიც დამყარდა საქართველოში ცდილობს, რომ დღეს წაგვართვას შანსი ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამადაშვილის თქმით, „ოლიგარქის რეჟიმი“ ცდილობს დაარწმუნოს თითოეული მოქალაქე, რომ უძლურია და არ შეუძლია მომავალზე ზეგავლენის მოხდენა. „ოლიგარქის რეჟიმი ცდილპობს დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ, თქვენ არ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ თქვენს მომავალზე. დღეს ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს პარტია გახდება სახლი ყველა ადამიანისთვის ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის, ვისაც ასევე სჯერა, რომ მისი მომავალი მის ხელშია, ვისაც უნდა რომ იცხოვროს თავისუფალ, ევროპულ საზოგადოებაში და თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში. როდესაც დავიწყეთ მოძრაობა, რომ საქართველო გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მე პირადად როდესაც ვწერდი წერილს სადაც რეკომენდაციას ვუწევდი საქართველოს მთავრობას, რომ დაეწყო ეს პროცესი არ მქონდა წარმოდგენილი, რომ ამ ქვეყანაში ამ დროისთვის შეიქმნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც უვიზო მიმოსვლა ჩვენს მოქალაქეებს იმისთვის დასჭირდებოდა, რომ უკეთესი მომავალი მოეძებნა საზღვარგარეთ. ჩვენ საქართველოში უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს უნდოდეს აქ ცხოვრება, აქ შეეძლოს უკეთესი მომავლის შექმნა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდეს საქართველოში და მოახმაროს საკუთარი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)