02:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 15:05:56, 1031 ნახვა

პოლიტიკა
ბარამიძე პარტიიდან გასულებზე: მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გივი ბარამიძის განცხადებით, პარტია არ გახლეჩილა და ის ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებს.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, პარტიის არც ლიდერი და არც მიზანი არ იცვლება.

““ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი, ორგანიზებული ძალა, რომლის მთავარი ამოცანა, სანამ ჩვენ ვართ ოპოზიცია, არის ის რომ, ქვეყანას მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით, რუსი ოლიგარქი ჩამოვაშოროთ. ადამიანი, რომელმაც ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგად, ხელისუფლების ხელში ჩაგდება შეძლო. ის ნელნელა შლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ენერგეტიკას, მართლწესრიგს, უსაფრთხოებას, საგარეო ასპარეზზე საქართველოს პოზიციებს, რაც სიმწრით, ოფლით და შრომით, საქართველომ იმ 9 წლის განმავლობაში მოიპოვა. არ იცვლება ჩვენი შეხედულებები, იდეოლოგია, ფასეულობები, არ იცვლება მთავარი იდეა, რასაც ქვია ერთიანი, ძლიერი, ქართული სახელმწიფო, რომელმაც ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და რომელმაც უნდა მოახერხოს ხალხის პოტენციალის გამოყენება და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრება", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე შეფასებით, პარტიიდან ბევრი ლიდერის გასვლა სამწუხაროა, თუმცა ეს წასული თანაგუნდელების  მხრიდან დაშვებული პოლიტიკური შეცდომაა.

"ნაციონალური მოძრაობა არ გახლეჩილა. სამწუხაროა, რომ პარტიიდან ბევრი ადამიანი გავიდა, მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. ამ პარტიიდან გასვლა კი არა, მისი კონსოლიდაცია არის საჭირო. ვიბრძოლებთ როგორც პარლამენტს შიგნით, ასე მის გარეთ, ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით. მოვუსმენთ საზოგადოებას, რომლის  მდგომარეობა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, სულ უფრო უარესდება", - განმარტა ბარამიძემ.

პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკურ გეგმებს ყრილობაზე მოსული ხალხი დასახავს.

"ბუნებრივია, ლიდერები თავის როლს შეასრულებენ. მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, იმ წონის და რანგის, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება შეუძლია. თუ ჩვენ გვსურს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი. ჩვენ არ ვართ მეგობრების კლუბი, ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც აქვს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აღებული", - განაცხადა გივი ბარამიძემ.

ცნობისთვის, სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა მიმდინაროებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics