18:23 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 15:16:24, 726 ნახვა

რეგიონი
სოფელ კვირიკეში სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის გამგებელთან, სულხან ევგენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, სულხან ოქროპირიძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ კვირიკეში, 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა და მათთან ერთად ახლადაშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ,,2012 წელს სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში აშენდა. მოეწყო კომუნიკაციები, ჩაისვა კარ-ფანჯრები, უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება მისასვლელი გზა და ეზო.  მრავალბინიან სახლში  ბინები 12 ოჯახს გადაეცა.

,,დღეს ჩვენ ვართ ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში. აქ აშენდა ახალი სოციალური სახლი. სტიქიით დაზარალებულ 12 ოჯახს გადაეცემა ბინები. მოხარულები ვართ, რომ დღეს, ნათლისღებას, მუნიციპალიტეტთნ ერთად, ოფიციალურად გადავეცით ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები. მომავალშიც გრძელდება მნიშვნელოვანი პროექტები. ადამინების უფლებების დაცვა, ხალხზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე, ეკომიგრანტებზე. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვახორციელებთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამის მიზანი სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იყო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში  1 211 570 ლარი დაიხარჯა. ამავე პროგრამით მიწისძვრით დაზარალებული 134 საცხოვრებელი და 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა, ხოლო 14 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, კომპენსაციები გაიცა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics