2017-01-18 23:17:54, 691 ნახვა
სპეციალური ანონსი
19 იანვრის სპეციალური ანონსი
19 იანვარს, 11:00 საათზე, "ახალი საქართველოს" ოფისში, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართება.
მის.: კოსტავას პირველი შეს. კორპ 7, პირველი სართული
საკონტაქტო ტელ.: 551662525
19 იანვარს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
19 იანვარს, 11:30 საათზე, პარტია "გირჩის" ქუთაისის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, რომელიც შეეხება 17 იანვარს ერთ-ერთი სასულიერო პირის საცხოვრებელ ბინაში პოლიციის უკანონო შევარდნა-ჩხრეკას.
მის.: ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. #57(ფოსტის პირდაპირ)
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
19 იანვარს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თემა: რატომ უჯდება სახელმწიფოს 46 მოსამართლის საცხოვრებლის დაქირავება ათიათასობით ლარი, რომელი მოსამართლეები იღებენ ბინის ქირას და რა რეკომენდაციებს სთავაზობს ორგანიზაცია სასამართლო ხელისუფლებას ხარჯთეფექტურობისთვის.
მის.: ზურაბ ჭავჭავაძის ქ. N12 (ყოფილი შეროზიას ქუჩა)
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
19 იანვარს, 12:00 საათზე, პარტია "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
მის.: ყაზბეგის ქ. #46 ( ქავთარაძის გუდვილის პირდაპირ, სასადილო 46-ის ზევით)
საკონტაქტო პირი მარტა ბარამიძე - 555561990
19 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თბილისი, A კორპუსი, ოთახი N207
19 იანვარს, 13:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ და “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (Westminster Foundation for Democracy) წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტი A-კორპუსი, ოთახი - 209
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან