|
2017-01-18 12:28:25, 1194 ნახვა
პოლიტიკა
NDI-ს კვლევა: მოსახლეობას ახალი პარლამენტისადმი არაერთგვაროვანი მოლოდინები აქვს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას ეჭვი არ ეპარება საარჩევნო პროცესების სანდოობაში და აცხადებს, რომ არჩევნების დღემ მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. ამომრჩეველთა უმრავლესობამ (92 პროცენტი) იცოდა, სად და როგორ მიეცა ხმა და განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაცია იყო უსაფრთხო (96%), კარგად ორგანიზებული (96%) და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი (92%). 2012 წლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედარებისას, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნებზე ძალადობისა და ზეწოლის დონე მცირე იყო, ან საერთოდ არ ყოფილა. თუმცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები 2012 წლის არჩევნებს უფრო ცუდად აფასებენ , ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 2016 წელს უფრო მეტი ძალადობა და ზეწოლა იყო, ვიდრე 2012 წლის არჩევნების პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ტურის აქტივობა 51.6 პროცენტი იყო, გამოკითხვისას რესპონდენტების 74%-მა განაცხადა, რომ ხმა მისცა არჩევნებზე. თუმცა ეს რიცხვი გაცილებით დაბალია (62%) 18-35 წლის ასაკის მოსახლეობაში, ვიდრე +56 მოქალაქეებში (86%). კითხვაზე- თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს , მოსახლეობის 40%-მა ქართული ოცნება, 10%-მა-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3-3%-მა კი პატრიოტთა ალიანსი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14%. კითხვაზე- რატომ წავიდნენ არჩევნებზე, მოსახლეობის 86 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს მათი „მოქალაქეობრივი ვალი“ იყო. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 11% აცხადებს, რომ არჩევნებზე პარტიის, ხოლო 8% კი მთავრობის მხარდასაჭერად წავიდა. ეს მაშინ, როდესაც ამ პარტიის მხარდამჭერების უმეტესობამ (71%) არჩევნებში მონაწილეობა მოქალქეობრივი ვალის მოხდის მიზნით მიიღო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებიდან მოკლე ხანში მოქალაქეების მესამედმა არასწორად დაასახელა მისი მაჟორიტარის სახელი, რაც ამომრჩევლებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს შორის სუსტ ურთიერთკავშირზე მიუთითებს. „აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც არჩევნებზე წასვლის მთავარი მოტივი მთავრობის მხარდაჭერა, შეცვლა, ან პოლიტიკური პარტიისა, თუ კონკრეტული იდეოლოგიის მხარდაჭერაა, საქართველოში მოსახლეობისთვის არჩევნებზე წასვლის მთავარ მოტივაციას სამოქალაქო ვალდებულება უფრო წარმოადგენს, ვიდრე მისთვის სასურველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა“,-განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. რაც შეეხება ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებს, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, 65% კი ფიქრობს, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაავალებს. მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის მხარდაჭერის მიხედვით, ასე მაგალითად: ქართული ოცნების მხარდამჭერების 72% აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერსებს დაიცავს, მაშინ, როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ, თუ რომელი პარტიაა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40%-ზე ნაკლები ეთანხმება. ქართული ოცნების მხარდამჭერების გამოკლებით, მოსახლეობის მცირე ნაწილი (30%-ზე ნაკლები) ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში, პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია. „მართალია, ქართული ოცნების მხარდამჭერები მტკიცედ უჭერენ მხარს ახალ პარლამენტს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმოადგენდნენ, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ამ მოქალაქეს პარლამენტისადმი“,-აღნიშნა თორნტონმა. აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბერი პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარია +1/-1,8%
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)