01:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 12:14:57, 1329 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 62%-ს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე გადაწყვეტილი ჰქონდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე (ივლისამდე) გადაწყვეტილი ჰქონდა, თუ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. 

კერძოდ, კითვაზე როდის გადაწყვიტეთ ვისთვის მიგეცათ ხმა საპარლამენტო არჩევნებში, 27%-მა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიიღო, 11%-მა არჩევნების დღეს, 62%-მა კი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.

რაც შეეხება პარტიის მხარდამჭერების თანახმად მიღებულ გადაწყვეტილებას, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე - გამოკითხულთა 75%-ს ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს, ხოლო 68%-ი - "ქართულ ოცნებას" ასახელებს. 

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში - გამოკითხულთა 46%-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. 24%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა, 16% კი "ნაციონალური მოძრაობა".

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics