00:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 10:45:08, 1099 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ძალადობა არც 2012 და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში არ ყოფილა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს,რომ ძალადობა არ ყოფილა არც  2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და არც  2016 წლის  საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.

18% ფიქრობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ხოლო 11%-ის აზრით, ძალადობის დონე ერთნაირი იყო. ამასთან, 12%-ის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდში  უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2012 წლის  ოქტომბრის არჩევნების პერიოდში.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics