2017-01-18 00:00:47, 529 ნახვა
სპეციალური ანონსი
18 იანვრის სპეციალური ანონსი
18 იანვარს, 10:30 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.
მის.: მ. კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმს ჰოტელი“
საკონტაქტო პირი დიანა ჩაჩუა - 577 77 96 39
18 იანვარს, 11:00 საათზე, საია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით განცხადებას წარადგენს.
18 იანვარს, 11:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის სამინისტროში, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება.
თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მიმდინარე და სამომავლო რეფორმები.
მის.: წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558240770
18 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
მის: თავისუფლების N2
18 იანვარს, 11:00 საათზე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
18 იანვარს, 13:00 საათზე, ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითადი პრინციპებისა და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობის გასაცნობად, ქუთაისის საკრებულოს დარბაზში, შეხვედრა გაიმართება.
18 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდება.
მის: შარტავას ქ. #20, თბილისის 62-ე საჯარო სკოლა
18 იანვარს, 13:00 საათზე, პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხები.
თბილისი, პარლამენტის შენობა, ა კორპუსი, 2 სართული, 207 კიბინეტი.
18 იანვარს, 16:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ვეტერანისა და ხელოვანის, ნოდარ აფციაურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება.
მის.: ათონელის ქ. #9
18 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ალბომის - „ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ პრეზენტაცია გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან