|
2017-01-17 20:16:21, 1254 ნახვა
საზოგადოება
არა გაზპრომს! - ხვალ მთავრობის კანცელარიასთან აქცია-პერფომანსი გაიმართება
არა გაზპრომს! - ამ ლოზუნგით ხვალ მთავრობის კანცელარიასთან პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" აქცია-პერფომანსს გამართავს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელმაც "კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მთავრობის კანცელარიასთან ხვალ აქცია-პერფომანსი იგეგმება, ხოლო შემდეგ კი, შესაძლოა მასშტაბური აქციები გაიმართოს. როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს 20 წელზე მეტია, გაზპრომთან მომგებიანი ხელშეკრულება აქვს დადებული. მისი თქმით, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ნატურით ანაზღაურების ფულადით ჩანაცვლებას, რაც ქვეყნისთვის ტრანზიტული მოგების განახევრებას გულისხმობდა. აქვე, თამარ ჩერგოლეიშვილი ხელისუფლების მიერ გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებას აკრიტიკებს და გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მსგავსი ქმედება „არაკომპეტენტურობის, უხერხემლობა, ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაკიდების“ მაჩვენებელია. „ენერგოუსაფრთოხება, ენერგომომარაგება ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენ არაფერი არ ვიცით ამ ხელშეკრულების შესახებ იმიტომ, რომ პირობები არის გასაიდუმლოებული. ეს არის ყოვლად დაუშვებელი,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისივე თქმით, ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია და საზოგადოებამ ყველაფერ უნდა გააკეთოს, რომ სიმწრით მოპოვებული საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში. „ტენდენცია, თავისთავად, არის ძალიან შემაშფოთებელი და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს აღიკვეთოს და ესეთი სიმწრით მოპოვებული საჩვენებელი ენერგოდამოუკიდებლობა არ ჩაიყაროს წყალში,“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)