|
2017-01-17 18:42:40, 1658 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი „გაზპრომთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნას აბსტრაქტულს უწოდებს
„ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასება, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, ენერგოსექტორი გაუარესდება, არასწორი ფრაზაა. როგორც ქუცნაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, ენერგოსექტორი დივერსიფიცირებულია და ენერგიის წყაროებსა და სისტემებზეა დამოკიდებული. დეპუტატი „გაზპრომის“ საკითხზე გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ შეფასებას აბსტრაქტულს უწოდებს. "პრეზიდენტის შეფასება, რომ ენერგოსექტორი გაუარესდება - ეს არასწორი ფრაზაა, იმიტომ რომ ენერგოსექტორი დივერსიფიცირებულია და ენერგიის წყაროებსა და სისტემებზეა დამოკიდებული. რა აქვს პრეზიდენტს მხედველობაში?! რას გულისხმობს ენერგოსისტემის გაუარესებაში?! ნავთობსადენების სისტემაზე აქვს ლაპარაკი, ელექტრომომარაგების სისტემაზე, გაზმომარაგების სისტემებზე, შიდა ქსელებზე თუ რაზე? ეს ძალიან ზოგადი ფრაზაა. შენიშვნა იმით განსხვავდება მოსაზრებისაგან, რომ შენიშვნა არ შეიძლება იყოს ზოგადი, არამედ კონკრეტული შინაარსის მატარებელია. სხვანაირად შენიშვნას ფასი არ აქვს. მისი შენიშვნა აბსტრაქტული შინაარსის არის. კონსტიტუციაში ზედმიწევნით არის გაწერილი, რომ მთავრობა არ არის ვალდებული პრეზიდენტთან კონსულტაციები გაიაროს", - განაცხადა ქუცნაშვილმა. ამასთან, დეპუტატმა „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქვეყნები, ვალდებულები არიან, შესაბამისი წესებით ითამაშონ. "საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე არ თანხმდებოდა, რადგან რუსეთის ფედერაცია მსოფლიო ვაჭრობის წესებს არ იცავდა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ რუსეთმა ქართულ ღვინოსა და მთელი რიგი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ემბარგო დააწესა. ამასთან, მათი გაწევრიანებისთვის, ყველა ჩართული ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო. რუსეთი იძულებული გახდა, ქართული პროდუქციისთვის ბაზარი გაეხსნა. ამის შემდეგ რუსეთმა თქვა, თუ მსოფლიო ვაჭრობის წესებზე გველაპარაკებით, მაშინ ამ შემთხვევაში სატრანზიტო პუნქციის შესრულებისას გადახდა უნდა მოხდეს არა ნატურით, არამედ ფულადი ანაზღაურებით", - განაცხადა ქუცნაშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, საქართველოსთვის "გაზპრომისგან' ტრანზიტის საფასურის მიღება ნატურით უკეთესია, თუმცა ქვეყანას კომპანიის პირობებზე დათანხმება მოუწია. "რა თქმა უნდა ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყო რუსეთიდან ანაზღაურების ნატურით მიღება, რადგან აზერბაიჯანიდან ვიღებდით მხოლოდ 5%-ს გატარებული გაზიდან, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ გატარებული გაზის 10% იყო ჩვენი. საბოლოო ჯამში მოგვიწია ამ პირობებზე დათანხმება, მაგრამ, ეს რა ეკონომიკური ზიანის მომტანი იქნება ამას დათვლა სჭირდება. გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავარი გაზმომარაგება დამოკიდებული არ არის ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)