23:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 18:09:01, 1242 ნახვა

პოლიტიკა
რესპუბლიკური პარტია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს

საქართველოს რესპუბლიკური პარტია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს უარყოფითად აფასებს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით შეთავაზებული ცვლილებების გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ, იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მედიის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

„ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წარმოდგენილი ცვლილებებით შემოთავაზებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა. საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება. უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია ერთის მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლესს მმართველ ორგანოს საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ჰქონდეს შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება. საზოგადოებრივ მაუწყებელში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები (გენერალური დირექტორის ასარჩევი კონკურსი) ნათლად აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცედურები იქცა ფსევდოგამჭვირვალობად და გადაწყვეტილებების მიღება გადაიზარდა თვითნებობაში. ამ ფონზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადედების გაზიარება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგუმლი ნაბიჯი გამჭვირვალობის და მმართველ ორგანოებს შორის ურთიერთბალანსის უზრუნველსაყოფად“,-ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics