01:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 17:56:44, 1145 ნახვა

საზოგადოება
EMC-იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა

EMC-იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებების ნაწილი წარუდგინა.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, წინადადებები ძირითადად შეეხება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას, პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების მოწყობისა და ფუნქციონირების პრინციპებს, ასევე მათი დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გაზრდის კონსტიტუციურ გარანტიებს.

"EMC-ის მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური რეფორმის პროცესმა მოიცვას შემდეგი საკითხები:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) სტატუსის, მისი დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხების კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრა;

სუს-ის ხელმძღვანელის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესები;

საქართველოს პროკურატურის სამართლებრივი სტატუსი და ბუნება, ასევე პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები;

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესი;

დაუსჯელობის პრობლემასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების კონსტიტუციური გარანტიები;

ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიების უზრუნველყოფისთვის 3 წლიანი საგამოცდო ვადის გაუქმების საკითხი, ასევე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სამართლებრივი შეცდომისთვის მოსამართლის პასუხისმგებლობისგან დაცვის გარანტიები, იმუნიტეტის მოხსნის გაუმჯობესებული წესი და სხვა;

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის საკითხები, მოსამართლეთა კონფერენციის როლის გაძლიერება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრის საკითხი. 

EMC ასევე გეგმავს კომისიას საკუთარი მოსაზრებები მიაწოდოს კონსტიტუციის სხვა თავებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics