23:54 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 17:44:12, 916 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუასა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილის მარიამ რაქვიაშვილის მონაწილეობით ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა, სადაც 2016 წლის, რიგით მერვე წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესრულებაზე იმსჯელეს. 

როგორც უწყებიდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ 2016 წელს გატარებულ რეგორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.  ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებზე, სასამართლო სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. 

სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლიმენტაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ მოკავშირე ელჩებს შავ ზღვაზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ქართული მხარის ხედვა გააცნო. კერძოდ, აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე სტრატეგიული განხილვების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. დავით დონდუას მიერ, ასევე, აღნიშნა, რომ რომ შავ ზღვაზე ნატო-ს  უფრო აქტიური ჩართულობა ხელს შეუწყობს როგორც მთლიანად რეგიონის, ასევე, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებას. 

თავის მხრივ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან მიმდინარე დიალოგის მნიშვნელობას და გამოთქვეს მზაობა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. 

ამასთან, მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც ხელს უწყობს ქვეყანას ნატო-ში გაწევრებს მიზნის მიღწევაში. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ. ამას გარდა, ალიანსის წევრებმა გამოხატეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი  მხარდაჭერა და მადლობა გადაუხადეს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის-ნატოს მისიებსა და ოპერაციებში აქტიური ჩართულობისთვის. 


ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერითვის. შეხვედრის მონაწილეების მიერ აღინიშნა, რომ ინტეგრაციის პროცესი უაღრესად დინამიურად ვითარდება და წარმატებით გაგრძელდება 2017 წელსაც, რასაც ხელს შეუწყობს წლის მანძილზე დაგეგმილი მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics