23:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 17:30:44, 1232 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: შევქმნით პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა ექნება

 „არ მითქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნით,  ვთქვი, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნი“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა Tv-პირველთან საუბარში განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ახალი პარტია „რესპუბლიკელებიდან“  წამოსული პოლიტიკოსებით არ დაკომპლექტდება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესში საპატიო ადგილი მათთვისაც იქნება.

„მე არ მითქვამს, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნით, მე ვთქვი, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შევქმნი. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში ქვეყანაში საჭიროა არა მორიგი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ბევრია, არამედ სხვანაირი პოლიტიკური მოთამაშე. ამ სხვანაირი  პოლიტიკური  მოთამაშის სხვანაირობა  სახელსა და გვარში არ გამოიხატება. მაგალითად, ჩვენ არ და ვერ გავეჯიბრებით სხვა პოლიტიკურ ძალებს ფინანსური ბერკეტებით, ჩვენ არ და ვერ გავეჯიბრებით პოლიტიკურ ძალებს ადმინისტრაციული რესურსის ფლობით, ჩვენ არ და ვერ გავეჯობრებით სხვა პოლიტიკურ ძალებს თვალთმაქცობით, ჩვენ  არ და ვერ გავეჯიბრებით ბევრი ტელევიზიის ხელში ჩაგდებით და ჩვენს კონტროლის ქვეშ ქონით. არ  და ვერ. ვერ იმიტომ რომ არ გვაქვს, არ იმიტომ რომ არ გვექნება. იმიტომ არ გვექნება რომ ამით სწორი და კარგი საქმეები ვერ კეთდება. ამიტომ პოლიტიკურ პარტიასაც შევქმნით, პოლიტიკურ პარტიას ძალიან ფართო და სერიოზული მხარდაჭერა ექნება საზოგადოებაში, პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას. მაგალითად, ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება. „რესპუბლიკური პარტიიდან“  წამოსული ადამიანები,  ვინც გადაწყვეტს ამ პროცესში მონაწილეობას მათთვის იქნება ისეთივე საპატიო ადგილი  ამ პროცესში, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანებისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იქნება „რესპუბლიკური პარტიიდან“  წამოსულთა პარტია. ეს იქნება იმ ადამიანთა ერთობა, რომელმაც მოახერხა უკეთ გაეაზრებინა ის საჭიროებები, რაც დღეს  ქვეყანას აქვს.  ამიტომ ქვეყანას სჭირდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ძლიერი,  მოთამაშე. ჩვენ არ გვექნება პრეტენზია ერთადერთობაზე. ჩვენი ამოცანა იქნება პოლიტიკური სისტემის ფორმირების ხელშეწყობა  ჩვენი მონაწილეობით  და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics