|
2017-01-17 15:41:02, 1859 ნახვა
პოლიტიკა
GRECO - საქართველომ კორუფციის პრევენციისკენ მიმართული რეფორმები უნდა გააგრძელოს
ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO), ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საქართველომ კორუფციის შემცირებისა და ქვეყნის საერთაშორისო ინდექსების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. GRECO საქართველოს მთავრობას პარლამენტის წევრებში, მოსამართლეებსა და პროკურორებში კორუფციის თავიდან აცილებისკენ მიმართული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, "მნიშვნელოვანია, რომ ახალმა რეგულაციებმა ყველა პროკურორი მოიცვას, მათი გამოყენება პრაქტიკაში ეფექტურად მოხდეს და მუდმივ გადახედვას დაექვემდებაროს". გარდა ამისა, GRECO რეკომენდაციას იძლევა, შემდგომში საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესება ყველა კანონპროექტის გამოქვეყნებისა და ეთიკის/ქცევის კოდექსის შემუშავების მეშვეობით მოხდეს. ანგარიშის თანახმად, ჯგუფი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, პარლამენტის წევრების ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის სავალდებულო გასაჯაროებას, რათა იმის მონიტორინგი და დაგენა მოხდეს, თუ როდის და როგორ შეიძლება პარლამენტარების პირადმა ინტერესებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინოს. GRECO-ს ანგარიშში საუბარი სასამარტლო სისტემის კარგ ჩამოყალიბებაზეც არის საუბარი. "უნდა მოხდეს მოსამართლეების აყვანის, დაწინაურების და ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის რეფორმირება, საქმეების განაწილების ობიექტური და გამჭვირვალე სისტემის შემოღება, დისციპლინური დანაშაულების უფრო ზუსტი განსაზღვრა და მოსამართლეების იმუნიტეტის შეზღუდვა იმ საქმიანობით, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას უკავშირდება", - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურის რეფორმა მისასალმებელია და ის, დეპოლიტიზებისკენაა მიმართული. "რეფორმა ეფექტურად უნდა განხორციელდეს და დამატებითი ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა შემდგომში შემცირდეს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურასა და საპროკურორო საბჭოზე", - ნათქვამია GRECO-ს ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ივნისში საქართველომ GRECO-ს ანგარიში უნდა წარუდგინოს, სადაც მის მიერ გაცემული 16 რეკომენდაციის შესრულება იქნება ასახული, მათ შორის ზემოხსენებულ ანგარიშში შესული რეკომენდაციებიც. ანგარიშში GRECO 2018 წლის მეორე ნახევარში გამოეხმაურება. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) სტრასბურგში შეიქმნა და ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნისგან არის დაკომპლექტებული.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)