01:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 12:56:42, 1166 ნახვა

საზოგადოება
ბოლო ასტრონავტი, რომელმაც მთვარეზე გაიარა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 82 წლის ასაკში ასტრონავტი, იუჯინ სერნანი გარდაიცვალა, რომელმაც მთვარის საფარზე ბოლომ გაიარა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასტრონავტმა კარიერის განმავლობაში კოსმოსში სამჯერ, ხოლო მთავრეზე ორჯერ იყო გასული.

სერნანი რიგით მეორე ასტრონავტი გახდა, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.

1972 წლის დეკემბერში იუჯინ სერნანმა "აპოლონ-17"-ის ბოლო მისიას ხელმძღვანელობდა.

კოსმოსიდან სერნანის გუნდმა დედამიწის ცნობილი ფოტო გადაიღო, სადაც აფრიკა და სამხრეთ პოლუსი ჩანს.

ნასა-ს ინფორმაციით, "აპოლონ-17"-მა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მაგალითად, მისიამ მთვარის ორბიტაზე 147 საათი 48 წუთი გაატარა - ეს დრო მსოფლიო რეკორდად ითვლება. ამასთან, ხომალდი გზაში 301 საათი 51 წუთი იყო, რაც ასევე რეკორდად ითვლება.

მედიის ცნობით, 1976 წელს სერნანი პენსიაზე გავიდა. მას შემდეგ ის ბიზნესით იყო დაკავებული და ერთ-ერთ ტელევიზიაში სპორტულ კომენტატორად მუშაობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics