|
2017-01-16 22:03:01, 1486 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე: ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში
მე ვერავის ასე ხელს ვერ დავადებ, მე ერთი რამ ვიცი. ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში, ინტერესები თუ დაემთხვა სამწუხაროა, თუ ვინმე ნებით მუშაობდა, ეს კიდევ უფრო მძიმეა, მაგრამ არც პირველია და არც უკანასკნელი ჩემი კარიერის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, როცა პოლიტიკური ძალაში ასეთი პროცესები მიდის ოლიგარქი არ არსებობს რომ არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მით უმეტეს ოლიგარქი,. რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს. "„ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიეთ, ვიღაცის ინტერესებს დაემთხვა, ეს სხვადასხვა თემებია, მაგრამ მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი ივანიშვილის ხელა და ივანიშვილზე დიდიც, მე ძალიან კარგად ვიცი როგორ მოქმედებენ ოლიგარქები, თუკი რამე არ ვიცოდი აქ ყველაფერი ზეპირად ვისწავლე. ესეთი პროცესები როცა მიდის რომელიმე პოლიტიკურ ძალაში, მითუმეტეს ძალიან მნიშვნველოვანში, ოლიგარქი არ არსებობს რომ არ ჩაერიოს, რომც არავინ არ ეკითხებოდეს, აუცილებლად ჩაერევა, მითუმეტეს ოლიგარქი რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს", - აღნიშნა მან.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)