|
2017-01-16 11:52:29, 877 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცებს. 19% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 4% ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოში ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალებს, 22% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 8 % ამბობს, რომ არ იცის. ამასთან, 69% ფიქრობს, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკურ პარტიაში დაწინაურების კარგი შესაძლებლობები აქვთ, 19 % არ ეთანხმება, 11% ამბობს, რომ არ იცის. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, 60 % აცხადებს, რომ საქართველოში ქალებს ლიდერებად არ ზრდიან, 31% არ ეთანხმება მოსაზრებას, ხოლო 8% უარს აცხადებას. აღნიშნული გამოკითხვა 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.
ტურისტის თქმით, თბილისში რუსულად საუბრის გამო სცემეს - პოლიციამ მამაკაცი დააკავა
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)