|
2017-01-15 16:27:28, 1090 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ რუსთაველის თეატრთან ერთად „შობის ღამის“ საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა
„ვისოლ ჯგუფმა“ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ვეტარანთა ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის გასახანგრძლივებლად, რუსთაველის თეატრთან ერთად „შობის ღამის“ საქველმოქმედო ჩვენებას უმასპინძლა და ეცადა, ბავშვებსა და მოზარდებს, რომელთაც განსაკუთრებულად ჭირდებათ საზოგადოების ყურადღება, დაბედებოდათ სითბო და პოზიტიური განწყობა, გარემო , სადაც სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე და ოცნებები სრულდება. „მოხარული ვართ, საახალწლო დღეებში ვუმასპინძლოთ ბავშვებს, რომლებსაც უნდა გავულამაზოთ საახალწლო დღეები. „ვისოლ ჯგუფი“ და რუსთაველის თეატრი აკეთებს ლამაზ წარმოდგენას. ამავე დროს, ბავშვებს საჩუქრები გადაეცემათ. იმედია, დღევანდელი წარმოდგენა იქნება კიდევ ერთი ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში“,-განაცხადა კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“, „ვორლდ ვიჟენის“, წყნეთის დღის ცენტრის, „ბერი ანდრიას ფონდის“ ბენეფიციარებისა და ვეტერანთა ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე, „შობის ღამის“ დაწყებამდე ყველასათვის საყვარელმა „ვენდის“ გოგონებმა, „სმარტის“ ციყვმა, „დანკინ დონატსის“ კორპორაციულმა გმირებმა და თოვლის ბაბუამ იზრუნეს. „შობის ღამე“-ს პრემიერა რუსთაველის თეატრში 5 იანვარს გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორები არიან რობერტ სტურუა და ნიკოლოზ-ჰაინე შველიძე. „ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფი და უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელმაც უკვე არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესშიც დაიმკვიდრა სახელი და სუპერმარკეტების ქსელის განვითარებაზეც მუშაობს. (R)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)