22:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-15 15:40:44, 1409 ნახვა

პოლიტიკა
"ევროპული საქართველო": "ნაციონალურ მოძრაობას" ფრაქციის შექმნაში ხელს არ ვუშლით


 "ევროპული საქართველო"   "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას განცხადებას პასუხობს. 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფრაქციის ამოცანა  არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა
“ ფრაქცია ევროპული საქართველო არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა. ამ მიზნით ჩვენ მზად ვართ ორმხრივ რეჟიმში გვქონდეს ურთიერთობები ენმ-ის წარმომადგენლებთან, საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე. 
ჩვენი განცხადება პარტიის გაყოფის დღეს სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენს შორის მოხდეს ტექნიკური და იურიდიული საკითხების დარეგულირება და თანამშრომლობა ამგვარ დეტალებზე ცივილიზებული ჩარჩოების ფარგლებში. სწორედ ამიტომ შესთავაზა სერგო რატიანმა ენმ-ს თანამდებობაზე დარჩენა და იურიდიული საკითხების მოგვარება და სწორედ ამიტომ იქნა დროულად გადარიცხული თანხა სპორტის სასახლისთვის, რათა ხელი არ შეშლოდა 20 იანვრის “ყრილობის” ჩატარებას. 
კარგი იქნება, თუ ენმ-ის წარმომადგენლები დღეიდან, ნაცვლად ჩვენთან დაპირისპირების გაგრძელებისა, ფოკუსირდებიან ქართული ოცნების ოპონირებაზე და ძალისხმევებს არ დაიშურებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად",-ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics