23:58 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-14 17:16:55, 1316 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში აეროპორტი გახსნა

ამბროლაურის აეროპორტი გახსნა. ახალმა აეროპორტმა უკვე მიიღო პირველი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმყოფებოდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერმა შეკრებილ მოსახლეობას აეროპორტის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ "ეს მხოლოდ დასაწყისია".

გიორგი კვირიკაშვილი დღესვე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც უმოკლეს დროში აშენდა. 

ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც. 

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რაზეც მუშაობა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო. სექტემბერში გაფორმდა ხელშეკრულებები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებმაც სამუშაოები უმოკლეს ვადებში შეასრულეს. ოქტომბრის დასაწყისში დასრულებული იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრემიერი იმ საჰაერო ხომალდის მგზავრი იყო, რომელიც 6 ოქტომბერს, ახლად აშენებულ საფრენ ბილიკზე დაეშვა. 

ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics