22:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 14:19:50, 1201 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო უმცირესობა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.

როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრები „გაზპრომის“ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოწვევის და უმცირესობის ფორმატში მოსმენის თაობაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, დეპუტატ სერგო რატიანის შეფასებით, გაზპრომთან შეთანხმება რუსულმა მხარემ მიაღწია და ხელშეკრულების ის ვერსიაა დადებული, რომელიც მას აწყობდა: „საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობს შეთანხმება ქართულ და რუსულ მხარეს შორის. გაზპრომთან შეთანხმება როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ მიაღწია დადადებულია შეთანხმების ის ვერსია, რომელიც აწყობდა რუსეთს.ეს შეთანხმება ეწინააღდმეგება „ნაციონალურ“ ინტერესებს.ის არის პრობლემური როგორც ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკურად წამგებიანი. ამას რუსული მხარე წლების განმავლობაში მოითხოვდა, რომ სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ფაქტობრივად რუსული მხარე გვაწვდიდა გაზსს, რაც ჩვენთვის მომგებიანი იყო. რუსულმა მხარემ მიაღწია იმას, რომ ამის შემდეგ გადაიხდის ფულად საფასურს. სწორედ ამის გამო, უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ კახი კალაძე , მან ამ შეთანხმების დეტალები უნდა განმარტოს“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, აღნიშნული  ხელშეკრულებით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე არ იზრდება, იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც  სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის ნედლეულის ნაცვლად,   საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფულადი სახით მიღებას გულისხმობს. 

ძველი ხელშეკრულებით, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics