22:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 13:50:32, 1667 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ დაერქვა

საპარლამენტო ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა" სახელწოდება შეეცვალა და „ევროპული საქართველო“ დაერქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის სხდომაზე მიიღეს.

რაც შეეხება ფრაქციის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობაზე სერგო რატიანი აირჩიეს. მანამდე თავმჯდომარის პოსტს ნიკა მელია იკავებდა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩა.

„ფრაქციის სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იყო გათვალისწინებული. პირველი: ფრაქციას  შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „ევროპული საქართველო“.  შესაბამისად, შეიცვალა ფრაქციის ხელმძღვანელობა და ამ ფრქციის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო რატიანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა გადაწყვეტილებები გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ უმცირესობის ფორმატით და ენერგეტიკის მინისტრთან გაზპრომის საკითხზე შეხვედრა ვითხოვეთ. ასევე, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა მეორე ფრაქციასთან დაკავშირებით - წევრებში იქაც ცცვლილებებია და ამაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 59-მა წევრმა დატოვა. მათგან 21 პარლამენტის დეპუტატია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics