19:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 13:14:59, 2537 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მელიქიძე: ლარიზაციის პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

მელიქიძის თქმით, „ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების რეგულაციების შესახებ“ კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევიდა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კობა გვენეტაძესთან აქტიური კონსულტაციები ჰქონდა და სებ-ის პრეზიდენტი ყველა ძირითად შენიშვნას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, გაითვალისწინებს.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს ორ მიმართულებას, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოდის კანონპროექტი და მას ორი გზა აქვს - ერთი არის მოტივირებული შენიშვნები, ანუ ვეტო და მეორე, ეს არის ხელმოწერა. ამ ეტაპზე პრეზიდენტმა აირჩია ხელმოწერა, რადგან თვლის, რომ ვეტოს დადება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არ წაადგება.  ჩვენ გვაქვს შეთანხმება მარეგულირებელ ინსტიტუტთან, რომელიც ვალდებულია ხარვეზები აღმოფხვრას. ვეტოს შემთხვევაში ლარიზაციის პროცესი უფრო გვიან დაიწყებოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ხარვეზები უნდა მივაწოდოთ სებ-ს, რათა გამოსწორდეს. ეს პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, იმისათვის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics