04:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 12:09:48, 2444 ნახვა

ეკონომიკა
პრეზიდენტმა ონლაინ სესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების ახალ რეგულაციებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს მოაწერა  ხელი, რომელებიც ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთანაა დაკავშირებული.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ გააკეთა.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პარლამენტის მხრიდან შემოსულია რიგი კანონპროექტებისა, რომელზეც პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. დეტალურად განვიხილეთ და ეს ეხება უპირველეს ყოვლისა ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან. ვიცელმძღვანელეთ იმ ღირებულებებით და კრიტერიუმებით რგორიცაა საქართველოს ეკონომიკის განვითარება, კერძო სექტორის გაძლიერება, საზოგადოების ინტერესების დაცვა“,-აღნიშნა მაია მელიქიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს გარკვეული შენიშვნები:

„რეგულაციების პირობებში დასაშვებია,  რომ ფინანსურმა ინსტიტუებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში, ამასთანვე, მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტროში საკმაოდ დიდია“,-განმარტავს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი.

ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს კითხვები-საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპრპოექტების ასეთ დაჩქარებულ  რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკვაშირებით:

„ იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინციატორების მხრიდან. შესაბამისად, გვქონდა აქტიური კონსულტაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ყველა მხარესთან, ასევე გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ ყველა მხარის შეხედულება და შევთანხმდით ეროვნულ ბანკთან,  რომ ყველა ის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს,  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  აქტიური მუშაობის შედეგად აღმოიფხვრება.დავაკვირდებით ამ პროცესს. ამ რეალობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება,  ამ კანონპროექტებს ხელი მოაწეროს“,-განაცხადა მაია მელიქიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics