2017-01-12 23:57:53, 811 ნახვა
სპეციალური ანონსი
13 იანვრის სპეციალური ანონსი
13 იანვარს, 10:45 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
13 იანვარს, 11:30 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის ,,განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის“ პრეზენტაცია და ანგარიშის წარდგენა გაიმართება, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის.
მის: უზნაძის ქ. #52
13 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემის რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკს, საფონდო ბირჟასა და კომპანია Montran Corporation-ს შორის ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
მის: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული
13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის ,,სვირი’’ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #11
13 იანვარს, 13:00 საათზე, სატრანზიტო დერეფანში, თურქმენული ნავთობის საქართველოს გავლით მოძრაობასთან დაკავშირებით, ”რედისონში” შეხვედრა გაიმართება.
13 იანვარს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს გადასცემს.
მის: ზუგდიდი, დემურიას ქ. N1
13 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო ”რუმსში", ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”გამართავს კვლევის პრეზენტაციას - „შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში“.
საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03
13 იანვარს, 15.00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე არსებულ ღამის კლუბებთან არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართველი ემიგრანტები” გამართავს საპროტესტო აქციას და გამოეხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ღამის კლუბებთან დაკავშირებით.
ტელ.: 557540538
13 იანვარს, 15:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლე მერაბ ლომიძის თავმჯდომარეობით, სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე პროცესს განაახლებს.
მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა, დარბაზი #8
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან