22:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 22:22:52, 1221 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში კულტურული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო წებელდაში კულტურული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს. ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს.

მათი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ უკვე არსებობს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, გაოცებას იწვევს თბილისის აპელირება „იუნესკოსადმი“ აღნიშნული ძეგლის საკითხზე. აფხაზეთის დეფაქტო უწყების თქმით, 1992-93 წლებში ქართული ჯარი უმოწყალოდ ანგრევდა ძვირფას ძეგლებს. უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფაქტების პოლიტიზება, რომელიც დაკავშირებულია ძეგლების და კულტურული ფასეულობების მდგომარეობასთან.

​„ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების კომენტარში.

ცნობისთვის, რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics