|
2017-01-12 21:32:18, 996 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული" დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული" დაიწყო. ამ კამპანიით პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული" შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დღეს შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში 4 საწარმოს ეწვია. „კამპაში" „კულაში" და „ქარელის ხილის" კომპანიაში პრეზიდენტმა თავად უმასპინძლა ჟურნალისტებს, ქართული სასაუზმე კონსერვები დააგემოვნა და პროდუქციის წარმოების პროცესში ჩაერთო. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დვანში მდებარე კომპანია „დინასტიაში", კი, გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, თავად შეფუთა დაფასოებული ჩირი, ტყლაპი, ჩურჩხელა და მის ეტიკეტირებაში მიიღო მონაწილეობა. "სოფელ დვანში, სულ ახლოს საოკუპაციო ზოლთან გოგა ჩანადირთან და ტარიელ ზივზივაძესთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი - ეს არის ამ ადამიანების მიერ დაწყებული ინიციატივა, ეს არ არის პრეზიდენტის ინიციატივა, არამედ საზოგადოებისაა, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის წარმოება, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია", - განაცხადა მარგველაშვილმა. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)