21:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 17:51:42, 1136 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: მთავარია საკუთარი პოლიტიკური პრინციპები და არა რასაც ბელადი გიბრძანებს

მთავარია საკუთარი პოლიტიკური პრინციპები და არა რასაც ბელადი გიბრძანებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთულესი ამოცანა. დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. მისივე თქმით, ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთულესი ამოცანა. ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ცოდნა. ამ ამოცანას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რომ დაიცვას გარე მტრისგან, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, დაიცვას მოძალადისგან, მაგრამ ამავე დროს ესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მცირე ზომის, რათა თავად არ იქცეს საფრთხე ადამიანებისთვის, თავისუფალი ეკონომიკისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და არა შუშის სასახლიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. ასეთი გუნდი ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics