19:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 16:36:14, 1506 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: ბოლომდე მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი უგულავასა და დავით ბაქრაძის მოწოდებებს გამოეხმაურებოდა

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ  სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რომელიც დაიწყო ასე „მიხეილ სააკაშვილის  გარეშე თქვენ ხართ ნოლები“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ოთარ კახიძემ პარტიის  ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, პარტიის მთავარი ძალა ერთობაში იყო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეიცვალა.

„ამ პარტიაში, როდესაც მოვედი  2016 წელს  ეს იყო დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტია. პარტია, რომელიც იმართებოდა ჩამოყალიბებული წესებით. პარტია, რომლის კარიც იყო გახსნილი კომპეტენტური, პატრიოტი, წესიერი ადამიანებისთვის და  მთავარი ძალა „ნაციონალური მოძრაობის“  ერთობაში იყო. სამწუხაროდ, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ  დავდექით სხვა რეალობის წინაშე, რომელიც დაიწყო ესე, რომ „მიხეილ სააკაშვილის გარეშე თქვენ ხართ ნულები“.   ეს ფრაზა იყო პირველი მერცხალი, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ცილისწამების და ყველანაირი ტალახის  სროლის ნიაღვარი. მე ასე არ ვთვლი ნამდვილად.  მე ვთვლი,  რომ ამ პოლიტიკური გუნდის და ჩემი თანაგუნდელების ერთიანი ძალა არის კომპეტენციის ერთობაში, საქმის  კეთების ერთობაში და ჩვენ გვაქვს სწორედ შანსი ახლა, ვიღაცის გარეშე, ნულებიდან გადავიდეთ და რეალურად შევთავაზოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ივანიშვილის ხელისუფლების ალტერნატივა, რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი შეცდომები და  რომელსაც  მკაფიო გეგმა აქვს  როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ უმძიმესი მდგომარეობიდან. უნდა დავასრულოთ და არ უნდა ავყვეთ  შიდაპარტიულ აბსოლუტურად გაუგებარი დაპირისპირებას.  ბოლომდე მქონდა იმედი, რომ გიგი უგულავას და დავით ბაქრაძის მოწოდებებს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურებოდა და იქნებოდა მაკონსოლიდირებელი ფაქტორის. სამწუხაროდ ეს უნარები, მას როგორც ლიდერს აღარ აღმოაჩნდა. მაგრამ წარსულ დროებზე დარდი უნდა მოვიკლათ. 

ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს მიზიდულების ცენტრი  ყველა პროდასავლურად განწყობილი პატრიოტი მოქალაქისთვის.  ჩვენი კარი უნდა იყოს ყველასთვის გახსნილი და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც რეალურად არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics