22:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 16:27:41, 969 ნახვა

საზოგადოება
Jumpstart Georgia და „თიბისი ბანკი“ მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობას სთავაზობენ

გააფერადე კომუნიკაცია მონაცემებით - Jumpstart Georgia და თიბისი ბანკი მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულ პირებს ჰაკათონში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ.

თუ ხარ დიზაინერი, პროგრამისტი, კომუნიკაციის სპეციალისტი, მკვლევარი ან სტატისტიკოსი და გაინტერესებს მონაცემთა ვიზუალიზაცია, გაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეუერთდე მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს და შენს გუნდთან ერთად გახდე გამარჯვებული.

მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი საქართველოში პირველად, 28-29 იანვარს ტექნოპარკში  გაიმართება.

სხვადასხვა სპეციალობის, 3-6 ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები (დიზაინერი, დეველოპერი, მონაცემების ანალიზისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, ა.შ.) 24 საათის განმავლობაში  ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე იმუშავებენ. სასურველი თემის არჩევა გუნდების ინტერესების შესაბამისად მოხდება. ჰაკათონში მონაწილეებს  მენტორობას გაუწევენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს და მათ სხვადასხვა სახის პრიზი გადაეცემათ. გარდა ამისა, გამარჯვებულებს ჰაკათონის ორგანიზატორ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა ექნებათ.

ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოების FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 იანვარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მოსამზადებელი შეხვედრებიც. აპლიკაციის შევსება, ასევე ჰაკატონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics